суббота, 12 июля 2014 г.

ნატალია ტალახაძის პროექტის პორტფოლიო
პროექტის სანახავად იხილე ბმული
ტრენინგის IX დღე
          დღეს ტრენინგის ბოლო დღეა,აქტიურად ვიყავი ჩართული ტრენინგის განმავლობაში,ძალიან საინტერესო იყო და გულიც მწყდება, რომ ეს კურსი დასრულდა.
     დღევანდელ დღეს გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, მოვისმინე შენიშვნები და მივიღე რჩევები კოლეგებისგან,
 ავტვირთე ბლოგზე პრეზენტაცია. ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო.
  მოვისმინეთ და ასევე შევაფასეთ სხვა თანამშრომელთა პრეზენტაციებიც.
  ტრენინგის ეს კურსი ძალიან დამეხმარება სკოლაში მოსწავლეებთან მუშაობის დროს.
   კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას გადავუხდი ქალბატონ დიანას და ინტელის ყველა წარმომადგენელს ასეთი საინტერესო კურსისთვის.
 მადლობა!
  

вторник, 24 июня 2014 г.

  ტრენინგის VIII დღე
ვნახეთ,შევაფასეთ და შევაჯამეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
გავაკეთეთ კომენტარები და უკუკავშირი ფასილიტაციის ნაშრომის შეფასებებზე.
სადაც მოსწავლეებს პრობლემები შეექმნებათ,ვაძლევთ რეკომენდაციებს.
გავეცანით მეექვსე და მეშვიდე მოდულის შინაარსს.
ვისაუბრეთ ფასილიტაციასა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების პროექტშიჩართულობის შესახებ.
მომეწონა კოლეგების შექმნილი პროექტები.
დიდი მადლობა თითოეულ მათგანს.
უღრმესი მადლობა ქალბატონ დიანას ჩვენდამი კეთილგანწყობისა და
ასეთი დიდი ყურადღებისათვის!


  ტრენინგის VII დღე.


გავეცანი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასების შესახებ ინფორმაციას მეხუთე მოდულში.
  დავაკავშირე ჩემს ნამუშევართან.
  გავეცანი თანამშრომელთა პრეზენტაციებს.
  საინტერესო სამუშაო დღე გამოვიდა.
  მადლობა დიანას და გოგოებს!

   ტრენინგის VI დღე
გავეცანი მეოთხე მოდულს.
დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, მომეწონა ძალიან.
ვიმუშვე ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მომზადებაზე.
დავათვალიერე და შევაფასე თანამშრომელთა პრეზენტაცია.
მადლობა

ტრენინგის V დღე.
ველოდები და მოტივირებული მოვდივარ ყოველ შემდეგ ტრენინგზე,
მიხარია დიანასთან და კოლეგებთან შეხვედრა.
დღეს გავეცანი საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციას.
გავეცანი მესამე მოდულის შინაარსს.
ვისწავლე კომენტარების გაკეთების ფუნქცია Reviewing Toolbar-ის გამოყენება უკუკავშირისთვის.
მადლობა დიანას და გოგოებს საინტერესო დღისათვის!



     ტრენინგის IV დღე

ძალიან მრავლისმომცემი და შრომატევადი პროექტია, ჩვენი ტრენერი ძალიან ენერგიული ქალბატონია, ყველაფერს აკეთებს რომ ყველაფერი სწორად გავიგოთ, ძალიან საინტერესოა ელქტრონულ წიგნში მუშაობა, უამრავ საინტერესო დამხმარე მასალას მოიცავს.
კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ შეფასებების შესახებ.
მ ა დ ლ ო ბ ა! 
   ტრენინგის III დღე.
 .
 ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებზე.
 პრაქტიკულად ვიმუშავეთ ბუკლეტების დამზადებასა და გამრავალფეროვნებაზე.
 გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესაბამის ლექსიკას.
 ვისწავლე ვორდის ფაილში ინსტრუმენტების გამოყენება.
 გავეცანი მეორე მოდულის შინაარსს.
დავამზადე ბროშურა და ავტვირთე ბლოგზე, ძალიან მომეწონა ამ სამუშაოს შესრულება






 ტრენინგის I-II დღე

ტრენინგზე მოვედი კარგი განწყობით, ველოდებოდი სიახლეებს, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, გავიგე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ.
 ძალიან მომეწონა და სიამოვნებით ვიმუშავე ელექტრონულ წიგნზე, 
   მოვისმინე და ვისწავლე ახალი ტერმინები.მომეწონა სიტყვა" ჩეკლისტი".
   გავეცანი მზა პროექტებს, მომეწონა პროექტი " ხიდი".
   ვიცოდი, გავიხსენე და შევქმენი საქაღალდეები.
   დიდი სურვილი მქონდა მქონოდა ჩემი ბლოგი, სიამოვნებით ავისრულე ეს სურვილი, ვისწავლე ბლოგის შექმნა და შევქმენი საკუთარი ბლოგი.
დავგეგმე პროექტი.
მომწონს ტრენერი,სასიამოვნო, ენერგიული ქალბატონია,
შესაბამისად სიამოვნებით ვარ ჩართული ტრენინგში.