ტრენინგის I-II დღე
ტრენინგზე მოვედი კარგი განწყობით, ველოდებოდი სიახლეებს, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, გავიგე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ.
ძალიან მომეწონა და სიამოვნებით ვიმუშავე ელექტრონულ წიგნზე,
მოვისმინე და ვისწავლე ახალი ტერმინები.მომეწონა სიტყვა" ჩეკლისტი".
გავეცანი მზა პროექტებს, მომეწონა პროექტი " ხიდი".
ვიცოდი, გავიხსენე და შევქმენი საქაღალდეები.
დიდი სურვილი მქონდა მქონოდა ჩემი ბლოგი, სიამოვნებით ავისრულე ეს სურვილი, ვისწავლე ბლოგის შექმნა და შევქმენი საკუთარი ბლოგი.
დავგეგმე პროექტი.
მომწონს ტრენერი,სასიამოვნო, ენერგიული ქალბატონია,
შესაბამისად სიამოვნებით ვარ ჩართული ტრენინგში.
Комментариев нет:
Отправить комментарий